X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

4 მაისი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და ამ მიმართულებების მიხედვით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. 

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, მუნიციპალური, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესზე, ურბანული განახლების მიზნით მიმდინარე სპეციალურ პროგრამებზე და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა კერძო სექტორთან ბიზნესასოციაციაში. მივესალმები  ასეთ შეხვედრებს, რაც წარსულშიც გვქონია და რა თქმა უნდა კვლავაც გავაგრძელებთ. ის მიმდინარე პროექტები, პერსპექტივები და ახალი შესაძლებლობები , რომლებიც ჩვენი საქმიანობის  ყველა მიმართულებით იკვეთება სრულად იქნა მიწოდებული კერძო სექტორისთვის. მომავალშიც შევინარჩუნებთ  მჭიდრო  კომუნიკაციას, რათა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებსაც  სახელმწიფო  ბოლო წლების განმავლობაში გამორჩეულად ინტენსიურად ქმნის. ეს დაეხმარება კერძო სექტორს თავისი  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას და ისაუბრა მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე.

,,ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და დეტალური პრეზენტაცია გაგვიმართა მინისტრმაქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის-ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება ხსნის ბიზნესისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებსმნიშვნელოვანია, ასევე  ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომელიც ძალიან გადატვირთულია დიდი სატვირთო მანქანებითამ პროექტის განვითარება სულ სხვანაირად შეცვლის  მხარის განვითარების პერსპექტივას და ახალ საშუალებებს გააჩენს ბიზნესისთვის. ვისაუბრეთ ასევე, კახეთის მიმართულებაზე, ომალოში ასასვლელ გზაზე, ზემო აჭარაში გზების მშენებლობაზე  რიკოთის მონაკვეთზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება, ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ამ ქვეყნის წარმატებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს გეგმებზეც, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამების შესახებ. მან აღნიშნა სამინისტროსა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბიზნესასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.